Welcome to here
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
მოგესალმებით, თქვენ ეწვიეთ მაკა ბედიანიძის ბლოგს. მე გახლავართ ინგლისური ენის პედაგოგი . ამ ბლოგის საშუალებით თქვენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ .ბლოგი განკუთვნილია ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. მასზე განთავსებულია თემატურიდა კალენდარული გეგმები, გაკვეთილის გეგმები,სამოდელო გაკვეთილის გეგმები,რეფლექსიები, განხორციელებული პროექტები,კოლეგებთან თნამშრომლობა, ჩემ მიერ შექმნილი რესურსები,კვლევა,რომლებიც შეუძლიათ ნახონ.
ბლოგის მიზანია ჩემი და ჩემი მოსწავლეების ერთობლივი ნამუშევარი გავუზიარო ფართო საზოგადოებას, ჩვენ ამჟამადაც მუშაობის პროცესში ვართ და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ სასწავლო პროცესს, რათქმაუნდა გავითვალისწინებ ჩემი კოლეგების მოსაზრებას, რჩევა-დარიგებას. დღემდე განვახორციელე სხვადასხვა აქტივობები, ვცდილობდი ამ აქტივობების მეშვეობით კიდევ უფრო დამეინტერესებინა ჩემი მოსწავლეები, გამეზარდა მათი მოტივაცია, რათა საგაკვეთილო პროცესი მათთვის სახალისო და საინტერესო ყოფილიყო. მომავალშიც დაგეგმილი მაქვს სასწავლო პროცესი აქტიურად წარვმართოთ და ინფორმაცია ეტაპობრივად ავტვირთო ჩემ ბლოგზე.
გისურვებთ წარმატებებს....
No comments:
Post a Comment