კოლეგებთან თანამშრომლობა

            ბოლო სამი სამუშაო შეხვედრის მიზანი:

2017-2018 სასწავლო წელში Stem-ის ფარგლებში, გავიარე ტრენინგის ოთხი მოდული,თითოეული  ტრენინგ-მოდულის შემდეგ ჩატარდა ორ-ორი სამუშაო შეხვედრა,შეხვედრა მოიცავდა როგორც ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის დამუშავებას ასევე წინასატრენინგო მასალის განხილვას.მესამე  მოდული მოიცავდა „სასწავლო პროცესის პოზიტიურ მართვასა და მზაობას პროფესიული განვითარებისთვის“.მეოთხე მოდული „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები ინგლისურ ენაში“. ბოლო სამი  სამუშაო  შეხვედრის მიზანი  იყო ტრენინგზე გავლილი მასალის განხილვა,შესწავლილი მეთოდების გამოყენებით ,გაკვეთილის დაგეგმვა (ინგლისურ ენაზე) და ჩატარებული გაკვეთილების განხილვა.ბოლო სამი სამუშაო შეხვედრიდან პირველ შეხვედრაზე განვიხილეთ სტემის მესამე მოდულის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი,გამოვკვეთეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები და გავაკეთეთ შესაბამისი უკუკავშირი,ასევე განვიხილეთ სტემის მეოთხე მოდულის წინასატრენინგო მასალები.მეორე სამუშაო შეხვედრაზე ვიმუშავეთ მეოთხე მოდულში შესწავლილ თემებზე და დავგეგმეთ გაკვეთილი ახალი მეთოდების გამოყენებით.ბოლო მესამე სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ ჩატარებული გაკვეთილი და გავაკეთედ უკუკავშირი.
სამუშაო შეხვედრები წარმოადგენს ტრენინგ მოდულების უშუალო გაგრძელებას.საშუალებას იძლევა უფრო ღრმად,საფუძვლიანად გავიაზროთ და პრაქტიკაში დავნერგოთ ტრენინგ-მოდულზე მიღებული ცოდნა,ვისწავლოთ კეთებით და ერთმანეთს გაუზიაროთ საკუთარი გამოცდილება.სამუშაო შეხვედრები (თემატიკიდან და მიზნიდან გამომდინარე) ემსახურება პროფესიული უნარების დახვეწას და გაუმჯობესებას,გაკვეთილების უკეთ დაგეგმვას, ჯანსაღი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას, მასწავლებლის პროფესიონალიზმის ამაღლებას,კოლეგების თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და  საკუთარი პრაქტიკის შეფასებას.



    კორბოულის N2 საჯარო სკოლის
ინგლისური ენის პედაგოგი:მაკა ბედიანიძე
ჩატარებული   გაკვეთილის რეფლექ სია
სტემის ფარგლებში ნასწავლი ახალი მეთოდებით და მეოთხე მოდულის „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები ინგლისურ ენაზე“ დაყრდნობით ,ჩავატარე გაკვეთილი VIII კლასში. 
გაკვეთილი წარიმართა  წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად, შევარჩიე  ისეთი მეთოდები და აქტივობები, რომელიც მე მასწავლა სტემის ტრენინგმა.
გაკვეთილი დავიწყე კითხვა პასუხის რეჟიმით.შემდეგ ვაჩვენე ჩემს მიერ მომზადებული სლაიდ შოუ ,რაც დაეხმარათ მოსწავლეებს თემის ნათლად დანახვაში.მოსწავლეებმა გამოკვეთეს ჩემს მიერ  შეტანილ ტექსტში მიცემული დავალება და გაუზიარეს ერთმანეთს.აქტივობებისთვის დრო ზუსტად იყო განაწილებული, როგორც მოსწავლეები ისე მეც ძირითადად ვიცავდით დროის ლიმიტს, გაკვეთილოს მთავარი მიზანი , იყო ის რომ მოსწავლეებს მიეღოთ ინმფორმაცია ძველ და ახალ ტექნიკაზე. გაკვეთილიდან გამომდინარე მოამზადეს საუკეთესო პრეზენტაციები. ჩემი დაკვირვებით ჯგუფური მუშაობისას  ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. ჩანდა თანამშრომლობითი მუშაობა.ყოველი აქტივობის ბოლოს მოსწავლეებს და ჯგუფებს ვაძლევი განამითარებელ შეფასებას.ბოლოს კი მივეცი განმსაძღვრელი შეფასება,ხოლო მოსწავლეებმა მოახდინეს წინასწარ მიცემული შეფასების სქემის საშუალებით თვითშეაფასება და თანაკლასელების შეფასება,ეს მათ სრული სუბიექტურობით გაკეთეს.
ვფიქრობ, რომ სრულად მივაღწიეთ მიზანს და ესგ-ის შედეგებს. სტრატეგიები, რესურსები, ორგანიზება და საკლასო გარემო შეესაბამებოდა აღნიშნულ გაკვეთილს. გაკვეთილი საინტერესო იყო  მოსწავლეებისათვის, მათ ისწავლეს და გამოიყენეს ახალი  მეთოდები.
 სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ  საგაკვეთილო აქტივობები უფრო სახალისო იყოს,რადგან ამით ბავშვები კიდევ უფრო მოტივირებულები და ჩართულები არიან.



    კორბოულის N2 საჯარო სკოლის

ინგლისური ენის პედაგოგი:მაკა ბედიანიძე

No comments:

Post a Comment