როგორ განვავითაროთ ზეპირმეტყველების
(სასაუბრო) უნარები
ინგლისური ენის გაკვეთილზე
უცხო ენა,როგორც ეროვნული
გეგმის განუყოფელი ნაწილი,სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას
ემსახურება.
ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლის ეროვნული სასწავლო გეგმა ორი ან სამი უცხოური ენის სწავლებას ითვალისწინებს.როგორც
ცნობილია,ინგლისური ენა არის „მსოფლიო ენა“.ჩვენს
ქვეყანაში კი,განსაკუთრებით ბოლო წლებში,აღინიშნება ამ ენის მიმართ მოთხოვნილების ზრდა
და შესაბამისად იზრდება შემსწავლელთა რიცხვიც.ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით,უცხოური
ენების სწავლება ისახავს პრაქტიკულ მიზანს,კერძოდ,გულისხმობს სწავლების მთელი პროცესის
კომუნიკაციურ მიმართულებას.მოსწავლეს უნდა მივცეთ ისეთი ცოდნა,რომ მან შეძლოს უცხოურ
ენაზე მეტყველება,წარმატებული კომუნიკაცია სხვა კულტურის წარმომადგენლებთან,ენის ფლობის
დამოუკიდებლად გაღრმავება და გამდიდრება.
თანამედროვე
ეპოქაში, გლობალზაციის პირობებში ინგლისური ენა საერთაშორისო ენის სტატუსით სარგებლობს
და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მას.
ადამიანი
ენობრივი არსებაა, ხოლო ენა ადამიანის არსებობის აუცილებელი სოციალური წინაპირობაა.
ენის
არსის, დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს. ცნობილი
ქართველი ენათმეცნიერი გიორგი ნებიერიძე ენის ორ ძირითად ფუნქციას გამოყოფს: ექსპრესიული
და საკომუნიკაციო. სიტყვა “expression” ლათინური სიტყვაა და ნიშნავს “გამოვხატავ”.
ეს ნიშნავს, რომ ენის ძირითადი დანიშნულებაა აზრის, შეხედულებების გამოხატვა.
ენის
მეორე და ძირითად ფუნქციად ნებიერიძეს მაიჩნია საკომუნიკაციო ფუნქცია (ლათ.
“communicatio” “ვატყობინებ”), სწორედ ენის საშუალებით ხდება აზრების გაზიარება ერთი
ინდივიდის მიერ მეორესთვის. ამდენად, მისი არსი და მნიშვნელობა მეტად დიდია. ის ადამიანის
არსებობის განუყოფელი ნაწილია.
უცხო ენის
ცოდნისა და გამოყენების უნარი უაღრესად ფასეულია როგორც ცალკეული ინდივიდისათვის, ისე
მთლიანად საზოგადოებისათვის. ენები დიდ როლს თამაშობენ ამ ენებზე მოლაპარაკე საზოგადოებათა
კულტურის თუ ეროვნული ცნობიერების ჩაწვდომის საქმეში. ენების ცოდნა არის წორედ ის
„ოქროს გასაღები’’, რაც ადამიანებს და ქვეყნებს შორის ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას
უწყობს ხელს.
სწორედ უცხო ენაზე კომუნიკაციის დამყარებაა დღესდღეობით უცხო ენის სწავლების პრიორიტეტული მიზანი.
ზეპირმეტყველების
(სასაუბრო) უნარის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხო ენის სწავლების
პროცესში, ვინაიდან ის კომუნიკაციის ძირითადი წყაროა. ამ უნარის განვითარება ამავდროულად
პრობლემურიცაა, რამდენადაც შესაფერისი აქტივობების დაგეგმვის გარდა, ამ შემთხვევაში
გასათვალისწინებელია მოსწავლეების სოციალური უნარებიც, როგორიცაა თავდაჯერებულობა,
თვითშეფასება, მოტივაცია. ზეპირმეტყველების უნარის განვითარებას ახლავს უამრავი ხელის
შემშლელი ფაქტორი, მაგ: შიში ან სიმორცხვე, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს როგორც
სასაუბრო თემის ირგვლივ შესაფერისი ლექსიკური ან გრამატიკული ერთეულების და სტრუქტურების
არცოდნით, ასევე შეცდომის დაშვების შიშით.
ამიტომ მასწავლებელმა ზეპირმეტყველების აქტივობების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს
მოსწავლეების სოციალური და ემოციური განვითარების დონე. საინტერესო და, სახალისო აქტივობების
გარდა, მოსწავლეებისთვის აუცილებელია ჯანსაღი გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე იგრძნობს
მასწავლებლის კეთილგანწყობას და მხარდაჭერას და არ ექნება შეცდომის დაშვების შიში.
ტრადიციული
გაკვეთილისგან განსხვავებით დღეს მასწავლებელი გაკვეთილზე დომინანტის როლში კი არ არის,
არამედ მოსწავლის დამხმარე პერსონაა და საგაკვეთილო პროცესის ფასილიტატორია.
აი, რა არის საჭირო უცხო ენაზე მეტყველების სწავლების
პროცესში:
Ø თანამედროვე სასწავლო
პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს ისეთ შინაარსზე, რომელიც მოსწავლეებისთვის რაიმე ღირებულებას
წარმოადგენს, მათ ინტერესს აღვივებს, ეხმარება მათ უცხო სამყაროს შემეცნებასა და გარკვევაში
და იმავდროულად ახალი პერსპექტივიდან საკუთარი სამყაროს ახლებულ გააზრებას უწყობს ხელს.
Ø საჭიროა ენის შემსწავლელთა
აქტივირება. ენის შემსწავლელი უნდა აღქმულ იქნას როგორც თანასწორუფლებიანი და აქტიური
პარტნიორი. თავისუფალი მეტყველების უნარ_ჩვევის
განვითარება ამზადებს მოსწავლეებს არა მხოლოდ კომუნიკაციისთვის რეალურ სიტუაციაში,
არამედ გაკვეთილის ფარგლებში მიმდინარე ინტერაქციისთვის,
Ø უცხო სამყარო კლასში
«იქმნება» მხოლოდ გაკვეთილის დროს. ამიტომ აუცილებელია ტექნიკური საშუალებების (მედიების)
გამოყენება მეცადინეობის პროცესში.
Ø .ლაპარაკის უნარის განვითარება
უნდა მიმდინარეობდეს არა გამეორებისა და იმიტაციის გზით, არამედ გააზრების პროცესზე
დაყრდნობით. (ანუ აუცილებელია ენობრივი მოღვაწეობაზე გადასვლა)
Ø აუცილებელია ყოველდღიური
მეტყველების გათვალისწინება (დიალოგები) მეცადინეობის ფარგლებში,რადგან უკანსკნელ დროს,
სულ უფრო მეტი დრო ეთმობა წერითი მეტყველების და კითხვის კომუნიკაციური კომპეტენციის
განვითარებას.
Ø სწავლების განსხვავებული
სოციალური ფორმები, რომელთა მიზანია ინტერაქციის ხელშეწყობა (მუშაობა წყვილებსა და
ჯგუფებში)
Ø წინასამეტყველო სავარჯიშოების
ტიპების მრავალფეროვნება (Roche, 2001; 111)
Ø უცხო ენაზე ლაპარაკის
უნარი უნდა აიგოს არა დიალოგიზირების უნარზე, არამედ თემაზე ლაპარაკის (თუნდაც დისკუსიის)
სახით.
რობერტ
ულსჰოფერის აზრით დისკუსია მოსწავლეთა «დემოკრატიულ
აღზრდას» უწყობს ხელს. დისკუსიასა და დებატებში მონაწილეობის სწავლება უნდა მიმდინარეობდეს
ზეპირმეტყველების (ლაპარაკის – speaking) უნარის განვითარების
ფარგლებში, რაც ხელს შეუწყობს სკოლის ზოგადი მიზნის განხორციელებას «აღიზარდოს დამოუკიდებლად
მოაზროვნე, გაბედულ- გაწონასწორებული მოქალაქე, რომელიც აზროვნების თავისუფლებას მთელი
გულით ეთანხმება და საკუთარი სიცოცხლით იცავს.» (Ulshöfer, 1964, 75).
ბანალურია,
მაგრამ უცხო ენაზე ლაპარაკის სწავლა შესაძლებელია მხოლოდ უცხო ენაზე ლაპარაკით. თუ
მეცადინეობის მიზანი მეტყველების უნარის განვითარებაა, მაშინ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს
საშუალება, ილაპარაკოს უცხო ენაზე. «ენის როგორც კომუნიკაციური ქმედების სწავლება ბევრად
უფრო ეფექტურია «კომუნიკაციური» ან «ინტერაქტიური» გაკვეთილის დროს, რომელიც ჯგუფის
რეალური სიტუაციიდან გამომდინარე იძლევა ავთენტიკური
მეტყველების საშუალებას და რომელშიც მოსწავლეები საკუთარი თავს როგორც მთელ პიროვნებას
აქსოვენ» (Esselborn, 1988, 390)
No comments:
Post a Comment