გაკვეთილის რეფლექსია


კორბოულისN2 საჯარო სკოლა
ინგლისურის პედაგოგი მაკა ბედიანიძე
24.05.2018

                                  გაკვეთილის გეგმის რეფლექსია
2018 წლის 24მაისს ჩავატარე გაკვეთილი მე-3 კლასში, ინგლისურ ენაში. თემა „An astronaut in space“ (კოსმონავტი კოსმოსში).მიზანი შევუსაბამე ესეგ-ეს და შევეცადე შემერჩია ისეთი მეთოდები და აქტივობები, რომლებიც მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას შეუწყობდა ხელს,იქნებოდა მოსწავლეებისათვის სახალისო,საინტერესო,მოსწავლეების წინარე ცოდნაზე დაფუძნებული,მიღწევადი და დასახულ შედეგზე გამსვლელი.
კონკრეტული გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს ესაუბრათ თუ როგორია ასტრონავტის ერტი დღე კოსმოსში,გაეგოთ მოსმენილი ტექსტი და შეედგინათ მარტივი წინადადებები ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით.
გამოწვევის ფაზაზე გავააქტიურე მოსწავლეთა წინარე ცოდნა „დედამიწის მოდელის“(გლობუსის) გამოყენებით.ვფიქრობ რომ გონებრივი იერიშის“ გამოყენებით შევძელი მოსწავლეების მაქსიმალური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
   გაკვეთილი წარიმართა  წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად,(საგაკვეთილო პროცესში არ მომხდარა გეგმის მოდიფიცირება)  შევარჩიე  ისეთი მეთოდები და აქტივობები, რომელიც მე როგორც მასწავლებელს დამეხმარებოდა გაკვეთილის მიზნის მიღწევაში.
მოსწავლეთა უმრავლესობის ჩართულობის მიზნით გამოყენებული იქნა არა მარტო ინდივიდუალური აქტივობები არამედ ჯგუფური მუშაობაც.
მოსწავლეებში  მოტივაციის  ამაღლების  და  მათი  უნარებისა  და  შესაძლებლობების  გამოვლენის  მიზნით გამოვიყენე  როგორც  აუდიო  ასევე  ვიდეო  მასალები.
განსაკუთრებით სახალისო და საინტერესო იყო პრეზენტაცია თემაზე „კოსმოსიდან დანახული დედამიწა“
ჯგუფური მუშაობისას ყველა მოსწავლე  ჩართული იყო, ჩანდა თანამშრომლობითი მუშაობა.  გაკვეთილის  ბოლოს მოხდა მოსწავლეთა შეფასება, როგორც  განმავითარებელი კომენტარებით ასევე წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკებით.
ვფიქრობ გაკვეთილი სრულიად ემსახურებოდა მის ტიპსა და მიზანს,ესგ-ის შედეგებს.სტრატეგიები, რესურსები, ორგანიზება და საკლასო გარემო შეესაბამებოდა აღნიშნულ გაკვეთილს.
საგაკვეთილო დრო გავანაწილე მიზნობრივად და სრულად გამოვიყენე გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული აქტივობები.
გაკვეთილზე სათანადოდ ვიყენებდი განმავითარებელ შეფასებას,თუმცა ავღნიშნავ, რომ ყველა მოსწავლეზე სიღრმისეული შენიშვნები  არ მიმიცია აქცენტზე,ასევე შემეძლო, უფრო მეტი განმავითარებელი შეფასება მიმეცა ყოველი აქტივობის ბოლოს.გავითვალისწინებ კოლეგების უკუკავშირს.



რეფლექსია
გაკვეთილი- სამოდელო
 ინტეგრირებული -ქართულთან
გაკვეთილის თემა_„ცხოველთა სამყარო“.“ზედსართავი სახელის რაობის გაცნობა
მასწავლებელი_ მაკა ბედიანიძე
კლასი_IV
თარიღი_ 1.11.2019

 2019 წლის 31ოქტომბერს ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი IV კლასში, გაკვეთილი იყო სამოდელო - ინტეგრირებული ქართულთან,თემა იყო „ცხოველთა სამყარო“, ზედსართავი სახელის რაობის გაცნობა“. გაკვეთილის მიზანი იყო ტექსტის წაკითხვა, გაგება- გააზრება,ახალი სიტყვების და ფრაზების შესწავლა, შესაფერისი და საჭირო გრამატიკული (ზედსართავი სახელის) და ლექსიკური ცოდნის გამოყენება.ასევე მეტი და საინტერესო ინფორმაციის გაგება ცხოველების შესახებ.
        ამ მიზნების მისაღწევად გამოვიყენე მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით და ვფიქრობ,რომ დასახულ მიზანს მივაღწიე და შედეგზე გავედი.
 გაკვეთილი დავიწყე გაკვეთილის მიზნის გაცნობით.
          ჩატარებულმა გაკვეთილმა დამანახა, რომ მოსწავლის მომზადების დონე არ უნდა შემოიფარგლოს  მხოლოდ ერთი საგნის კომპეტენციით, არამედ ის უნდა ახდენდეს სხვადასხვა დისციპლინაში მოპოვებული ცოდნის ინტეგრაციას. რისი მიღწევაც შესაძლებელია ასეთი ტიპის გაკვეთილების ხშირად ჩატარებით.
          გეგმით განსაზღვრული ყველა აქტივობა ჩატარდა დროის მართებულად გამოყენებით. თუმცაღა გაკვეთილზე დროის მართვა ყოველთვის რთულია. მაგრამ ამ გაკვეთილზე მოვახერხე დროის მაქსიმალურად გამოყენება და ყველა დაგეგმილი აქტივობა განვახორციელე.
     ვფიქრობ, რომ გაკვეთილზე ყველა აქტივობა სიინტერესო და სახალისო იყო,მაგრამ   განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა  ჯგუფში დარიგებული არეული წინადადებების  გამართულად აწყობა ზედსართავი სახელის გამოყენებით და შემდგომ ცხოველების დახასიათებით.
მოცემული აქტივობით მინდოდა მოსწავლეებს მიღებული გრამატიკული ცოდნით და  ახალი ლექსიკური ერთეულებით გაემდიდრებინათ ლექსიკა და ეფიქრათ მათ გამოყენებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
         არანაკლებ ეფექტური აქტივობა იყო ასოციაციურ რუკაში  ქართულად ჩაწერილი რომელიმე ცხოველის სახელი და ინგლისურად მიწერილი  სამი ზედსართავი სახელი მოსწავლეებს მივეცი განმავითარებელი შეფასება, რაშიდაც დამეხმარა განმავითარებელი შეფასების რუბრიკა.
      ვფიქრობ, რომ გაკვეთილი სრულად ემსახურებოდა სამოდელო გაკვეთილის ტიპს,მიზნებს  და ესგ_ის შედეგებს. სტრატეგიები, რესურსები, ორგანიზება და საკლასო გარემო  სრულად შეესაბამებოდა აღნიშნულ გაკვეთილს.დასახული აქტივობებით გამოვიწვიე მოსწავლეების დიდი ინტერესი და მოტივაცია,რომლის შედეგად ნამდვილად გავედი დასახულ მიზანზე.
გაკვეთილის გეგმა
სამოდელო
მასწავლებლის სახელი გვარი: მაკა ბედიანიძე . პ/ნ 38001013151
ინტეგრირებული საგნები:ინგლისური ენა, მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი VI.
მოსწავლეთა რაოდენობა: 24 მოსწავლე. სსსმმ მოსწავლე არ არის.
დრო- 45წთ.
ჩატარების თარიღი: 31.10.2019 წ.
გაკვეთილის თემა: ”What’s the time? “ „რომელი საათია?“
აქტუალობა
დროის ინტერვალის ერთი საათის ნახევრის, მეოთხედის, მესამედის ამოცნობა და წაკითხვა როგორც ქართულად ისე ინგლისურად. ყოველივე ამის ცოდნა მათ ცხოვრებაში ყოველდღიურ აუცილებლობას წარმოადგენს.
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან (როგორც ქართულად, ისე ინგლისურად) დროის ერთეულებს,  არითმეტიკული მოქმედებებით დროის ინტერვალის  ერთი საათის ნახევრის, მეოთხედის, მესამედის გამოსახვას წუთებით.
მათემატიკა 
მათ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.

ინგლისური:

უცხ.ს.VI.8. მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით.

უცხ.ს.VI.16. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.

უცხ.ს.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენის ცოდნის აგანმანათლებლო და რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.





მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან დროის საზომი ერთეულები: საუკუნე, წელიწადი, თვე, კვირა, დღე, საათი.
საკლასო მენეჯმენტი
ინდივიდუალური, ჯუფური.

საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვენელოები:   მათემატიკა
თინა ბექაური,ავთანდილ საგინაშვილი. მოსწავლის სახელმძღვანელო; მასწავლებლის სახელმძღვანელო.
ინგლისური ენა
ბაკურ სულაკაურის “New Building Bridges  ” მოსწავლის სახალმძღვანელო,მასწავლებლის სახელმძღვანელო.
ტექნიკური რესურსი:  1კომპიუტერი, კომპ.პროგრამა „power point“,   პროექტორი.
დაფა, ცარცი, მარკერები, მაგნიტური დაფა, საწერი კალამი, სამუშაო ფურცლები, მექანიკური და ელექტრონული საათი

გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი:

აქტივობები:

A ფაზა -გამოწვევა
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხი, გაკვეთილის თემის გაცნობა. (2 წუთი)
აქტივობა 2. მოლოდინების განსაზღვრა.
(რას ელოდებით გაკვეთილისაგან). (3წუთი)
აქტივობა 3. რა დროა ახლა?
გონებრივი იერიშის მეთოდით ვაფიქსირებ მოსწავლეთა პასუხებს დაფაზე. (5წუთი)

აქტივობა 4 .დასახელებული  სიტყვებიდან  ამოვარჩევ საათს და გავახსენებ   ყველა იმ სიტყვას რაც დაკავშირებულია მასთან .  (5 წუთი)
B  ფაზა -შინაარსის რეალიზება
აქტივობა 5.   ვაჩვენებ ,,power point“- ში მომზადებულ პრეზენტაციას „დროის საზომი ერთეულები“  (5წუთი)
აქტივობა 6.  მოსწავლეებს ვესაუბრები საათის შესახებ, ვაჩვენებ მექანიკურ და ელექტრონულ საათებს.  (5წუთი)
აქტივობა 7.  შევისწავლით მექანიკურ და ელექტრონული საათების ცნობას.  (5 წუთი)
C ფაზა - რეფლექსია
აქტივობა 8.   ჯგუფური სამუშაო (5 წუთი)
შევავსოთ  სქემა (გამოსახე დრო სიტყვებით და ისრებით)
 აქტივობა 9.     პრეზენტაცია (5 წუთი)
მოსწავლეები წარმოადგენენ ჯგუფის პრეზენტაციას.
აქტივობა 10. მოსწავლეები ჯგუფებში ჩაწერენ წინადადებებში აღნიშნულ დროს  და წარმოადგენენ ჯგუფის ნამუშევარს.
გაკვეთილის შეჯამება- შეფასებასაშინაო დავალების მიცემა (5 წუთი)

მოსწავლეები მსჯელობენ იმ მოლოდინების შესახებ, რომლებიც მათ დააფიქსირეს გაკვეთილის დასაწყისში და აფასებენ გაკვეთილს.

საშინაო დავალება-შეფასება
 მოსწავლეებს ვთხოვ  დაწერონ დროის საზომი  ერთეულების გამოყენებით „ ჩემი ერთი დღე“. ბოლოს განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით  ვაფასებთ გაკვეთილს.

   
 ჯგუფური  მუშაობის  შეფასების  რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-5-6
3-2-1
აქტიური  მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს და  ხშირად  წარმართავს  საკლასო  მსჯელობას.
ყოველთვის  მონაწილეობს
ხშირად  მონაწილეობს
იშვიათად  ან  საერთოდ  არ  მონაწილეობს
სხვისი  აზრის  პატივისცემის  დემონსტრირება
უსმენს  სხვებს  და  საკუთარ  მოსაზრებას  გამოთქვამს  მოსმენილზე  დაყრდნობით. კორექტულია  და ამჟღავნებს  სხვისი  აზრის  მიმართ  პაყივისცემას.
უსმენს  სხვებს  და  საკუთარ  მოსაზრებას გამოთქვამს  მოსმენილზე  დაყრდნობით.
უსმენს  სხვებს  და  აცდის  საუბრის  დამთავრებას.
არ  უსმენს  სხვებს  და  არ აცდის  საუბრის  დამთავრებას.
თანამშრომლობა
კარგად  მუშაობს  ჯგუფის  ყველა  წევრთან
კარგად  მუშაობს  თითქმის  ჯგუფის  ყველა  წევრთან
  ვერ  ახერხებს კარგად  მუშაობას  დროის  გარკვეულ  მონაკვეთში
ვერ  ახერხებს  მუშაობას


No comments:

Post a Comment